
ყვარელში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
12/10/2023 10:27:32 საზოგადოება
ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.