Accentnews.ge
ჩეხეთი და დანია უკრაინას ტანკებსა და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს მიაწვდიან: რა შედის პირველ პაკეტში

ჩეხეთი და დანია უკრაინას ტანკებსა და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს მიაწვდიან: რა შედის პირველ პაკეტში

12/10/2023 09:29:56 მსოფლიო

უახლოეს თვეებში დანია და ჩეხეთი უკრაინას მიაწვდიან ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, მძიმე შეიარაღს და სხვა ტექნიკას ჩეხური კერძო კომპანიების საწყობებიდან დანიის მთავრობის ხარჯზე,– იუწყება ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო.

კერძოდ, პროექტის პირველი ნაწილის ფარგლებში, დანია და ჩეხეთი უკრაინელ სამხედროებს მიაწოდებენ 50 ერთეულ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანას და მთავარ საბრძოლო ტანკს, 2500 ერთეულ პისტოლეტს, 7000 ერთეულ შაშხანას, 500 ერთეულ მსუბუქ ტყვიამფრქვევს და 500 სნაიპერულ თოფს, ელექტრონული ომის და სადაზვერვო–სათვალთვალო აღჭურვილობას, მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას ახალი წარმოებიდან და ჩეხური კომპანიების საწყობებიდან.

მიწოდება მოიცავს როგორც თანამედროვე ჩეხურ იარაღს, ასევე შეკეთებულ აღჭურვილობას, რომელიც უკვე გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. სია შეიქმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.

როგორც ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა განაცხადა, ამ პროექტში შუამავლის როლს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო ასრულებს. „ჩვენს ტერიტორიაზე არის თავდაცვის ინდუსტრიის მთელი რიგი საწარმოები, რომლებთანაც ჩვენ, როგორც თავდაცვის სამინისტროს, გვაქვს გრძელვადიანი ურთიერთობა და ამიტომ, შეგვიძლია, დავაკავშიროთ ისინი მათთან, ვისაც ჩვენსავით სურს უკრაინელების დახმარება. ეს არის დანიის მთავრობა“, - თქვა მან.

თანამშრომლობის ამ ფორმის წყალობით, შესაძლებელი იქნება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება არა მხოლოდ უახლოეს თვეებში, არამედ 2024 წელს, საჭიროების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაშიც, – იტყობინება პრესსამსახური.

დანია და ჩეხეთი გეგმავენ, შემდგომში უკრაინას გადასცენ 500 მძიმე ტყვიამფრქვევი, 280 თვითდამტენი იარაღი, 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 10000 ხელყუმბარა და 60 ნაღმტყორცნების სისტემა და მრავალი სხვა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ მიწოდება ასევე მოიცავს ანტიდრონის სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S