Accentnews.ge
გერშონ ბასკინმა მძევლების თაობაზე "ჰამასთან" მოლაპარაკებები დაიწყო, წარსულში მას პოზიტიური გამოცდილება აქვს

გერშონ ბასკინმა მძევლების თაობაზე "ჰამასთან" მოლაპარაკებები დაიწყო, წარსულში მას პოზიტიური გამოცდილება აქვს

12/10/2023 08:59:57 მსოფლიო

ისრაელის მკვიდრი, პუბლიცისტი გერშონ ბასკინი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ჰამასთან" ღაზაში გადაყვანილი მძევლების გათავისუფლების თაობაზე,– ამის შესახებ მან BBC-ს განუცხადა.

ბასკინმა მოლაპარაკება გატაცებული ადამიანების ახლობლების თხოვნით დაიწყო.

პუბლიცისტის თქმით, ის ცდილობს მოლაპარაკებას "ჰამასის" ხელმძღვანელობასთან ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებასა და მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე.

„ვფიქრობ, "ჰამასი" ისევე გაოცებულია, როგორც ისრაელი მათი სამხედრო ოპერაციის წარმატებით [...] იმდენი ადამიანის გატაცებით, რაც მათ შეძლეს“, - თქვა ბასკინმა.

მან რწმენა გამოთქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაექვემდებარება ძალადობას ბოევიკების მხრიდან, მაგრამ დატყვევებული სამხედროების შემთხვევაში, რისკი მაღალია.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში (იგივე Twitter) 12 ოქტომბრის დილით დაწერა, რომ ღაზას სექტორი დარჩება ალყაში, ვიდრე მძევლებს არ გაათავისუფლებენ: „არც ერთი ელექტროგადამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ჰიდრანტი არ გაიხსნება, არც ერთი საწვავის მანქანა არ შევა მანამ, სანამ გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან“.

მანამდე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ჰამასი არ გამართავს მოლაპარაკებას მძევლებზე, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას ღაზაში.

გერშონ ბასკინი ისრაელ-პალესტინის საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2011 წელს სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას "ჰამასთან" ისრაელის კაპრალ გილად შალიტის გათავისუფლებაზე. ჯარისკაცმა ხუთი წელი გაატარა ტერორისტთა ტყვეობაში და გაათავისუფლეს 1027 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S