Accentnews.ge
ბუდანოვი: რუსეთი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ომის გაგრძელებას 2025 წლამდე შეძლებს

ბუდანოვი: რუსეთი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ომის გაგრძელებას 2025 წლამდე შეძლებს

12/10/2023 08:06:00 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილო ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთს ომის 2025 წლამდე გაგრძელების რესურსები აქვს.

ბუდანოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეკონომიკის შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე" შეუძლია 2025 წლამდე იომოს, ტექნიკის რაოდენობით კი - მაქსიმუმ 2026 წლამდე, თუმცა ტექნიკის აღდგენის ტემპი არცთუ მაღალი აქვს. „ანუ, სადღაც 2025 წელზე გავდივართ“, - თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა. კირილო ბუდანოვის შეფასებით, ადამიანური რესურსი რუსეთს დიდხანს ეყოფა.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარი არმიის შევსების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდან შემდგომ სამხედრო დახმარებას, ბუდანოვი 2024 წლის შუა პერიოდამდე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, შემდეგ კი, მისი თქმით, უკრაინაზე იქნება დამოკიდებული საჭიროებების სწორად ახსნა და საკუთარი წარმოების გაზრდაც. კირილო ბუდანოვი უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ასახელებს .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S