ყირიმის მახლობლად რუსული გემის აფეთქების შესახებ იუწყებიან
12/10/2023 08:05:09 მსოფლიო
დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი „პაველ დერჟავინი“,– იუწყება RBC-Ukraineტელეგრამ–არხებზე დაყრდნობით. ამის შესახებ წერენ სხვა მედიასაშუალებებიც.
არსებული ცნობების მიხედვით, გემი „პაველ დერჟავინი“ სავარაუდოდ, ნაღმმა ააფეთქა. ადგილობრივები წერენ, რომ დილით ყრუ აფეთქების ხმა გაიგეს.
მომხდარის შესახებ იუწყებოდა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრაჩუკი დეტალების მითითების გარეშე. მან მხოლოდ დასძინა, რომ "წინასწარი ინფორმაციით, გემი ნაღმზე აფეთქდა".
"გარემოებებს ვაზუსტებთ",– თქვა უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრეს-ოფიცერმა ნატალია გუმენიუკმა.
როგორც იტყობინებიან, გემის შეიარაღებაში შედის: "კალიბრ-NK"–ს ფრთოსანი რაკეტების 8 გამშვები, საზენიტო რაკეტების 2 გამშვები "Redut-M", 100 მმ კალიბრის 2 A-190 საარტილერიო სამაგრი, 2 RBU-6000 სარაკეტო გამშვები, 533 მმ კალიბრის 2 ტორპედოს მილი.
ცნობილია, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს, "პაველ დერჟავინმა" გააძლიერა საკუთარი შეიარაღება Tor-M2KM საზენიტო სარაკეტო სისტემით.


