Accentnews.ge
მოლდოვამ რუსეთს პირველად უწოდა "საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის"

მოლდოვამ რუსეთს პირველად უწოდა "საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის"

12/10/2023 07:06:22 მსოფლიო

რუსეთს "ჩვენი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია" სურს, - თვლის მოლდოვის ხელმძღვანელობა. ამიტომაც რესპუბლიკამ თავის ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთს ღიად უწოდა „საფრთხე“.

ოთხშაბათს წარმოდგენილი სტრატეგიის ტექსტში ნათქვამია:

"რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვას რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რასაც, თუ არ დავუპირისპირდებით, შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის".

პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მოლდოვის რესპუბლიკაში სამხედრო სახმელეთო დერეფნის გაჭრის განზრახვით, რაც შექმნიდა წინაპირობებს კონსტიტუციური წყობის დაუყონებლივ ძალადობრივი ცვლილებისთვის და სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციისთვის.

სტრატეგია პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი მთავრობა შეძლებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის სწავლებებში დასავლელი პარტნიორების ჩართვით.

სანდუმ Financial Times-თან განმარტა: „ჩვენ პირველად ვაცხადებთ საკმაოდ ნათლად და ღიად, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. [დოკუმენტი] ასევე ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და ნატო–ს სხვა წევრებთან“.

კიშინიოვი ასევე აფრთხილებს, რომ რუსეთი ახორციელებს „ჰიბრიდულ ოპერაციებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სოციალურ, საინფორმაციო და კიბერ სფეროებში“. საფრთხეს წარმოადგენენ დნესტრისპირეთში განლაგებული რუსული ჯარებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S