Accentnews.ge
რუსეთში არაყი ძვირდება

რუსეთში არაყი ძვირდება

12/10/2023 06:47:58 მსოფლიო

რუსეთის ალკოჰოლის მწარმოებელთა კავშირმა (SPAP) თხოვნით მიმართა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს, რუბლის გაუფასურების გამო 2024 წლიდან არყის მინიმალური ფასი 7%-ით გაზარდოს,– წერს "კომერსანტი".

შეთავაზების მიხედვით, 0,5 ლიტრის ფასი 229 რუბლიდან 243 რუბლამდე უნდა გაიზარდოს, საბითუმო სეგმენტში - 238 რუბლიდან 253 რუბლამდე, ხოლო საცალო ვაჭრობაში - 281 რუბლიდან. 301 რუბლამდე.

გეგმის მიხედვით, 2024 წლიდან არაყზე აქციზის გადასახადი 5%-ით უნდა გაზრდილიყო 128,6 რუბლამდე, მაგრამ, როგორც SPAP აღნიშნავს, კომპანიები იმპორტირებული კონტეინერებისა და ინგრედიენტების მზარდ ფასებს შეეჯახნენ რუბლის დევალვაციისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდის ფონზე.

წელს ალკოჰოლის წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯები შესაძლოა, მინიმუმ 10%-ით გაიზარდოს. მინიმალური ფასების ზრდა სეაჩერებს არყის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვას და წარმოების შემცირებას, – ხაზს უსვამს SPAP.

ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს მწარმოებლების წინადადებას,– განუცხადა "კომერსანტს" ინდუსტრიიდან ორმა წყარომ.

როგორც განმარტაენ, მსგავსი არაყი ბაზრის 35%–ს იკავებს და შიშობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ბაზრიდან საშუალოფასიან ბრენდებს განდევნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S