Accentnews.ge
Bild: ბერლინში სკოლის მოსწავლეებმა სცემეს მასწავლებელი ისრაელის ომის შესახებ კამათის დროს [ვიდეო]

Bild: ბერლინში სკოლის მოსწავლეებმა სცემეს მასწავლებელი ისრაელის ომის შესახებ კამათის დროს [ვიდეო]

12/10/2023 06:09:08 მსოფლიო

ბერლინში სკოლის მოსწავლეებმა სცემეს მასწავლებელი ისრაელის ომის შესახებ კამათის დროს. ამის შესახებ Bild იუწყება.

ჟურნალისტების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი სკოლაში პალესტინის დროშით მივიდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა ის ეზოში შენიშნა და დროშის წართმევა სცადა.

მოსწავლე დროშის დათმობას არ აპირებდა, რის შედეგადაც ჩხუბი დაიწყო. კონფლიქტის დროს მოსწავლეებმა მასწავლებელი წააქციეს და რამდენჯერმე დაარტყეს წიხლი.

ვიდეოს მიხედვით, მასწავლებელმა პირველმა დაარტყა მოსწავლეს. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მოსწავლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ვიდეოზე არ ჩანს.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S