Accentnews.ge
ისრაელის არმია: ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბებზე

ისრაელის არმია: ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბებზე

12/10/2023 05:54:44 მსოფლიო

ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

11 ოქტომბერს, დღის ბოლოს პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ საერთო ჯამში, დაღუპულია 1100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა, სულ მცირე, 1200 პირი.

გაეროს მიერ დღეს, 12 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 338 934-მა ადამიანმა. ღაზას სექტორის მოსახლეობა 2,3 მილიონია. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი ისრაელს და ეგვიპტეს ესაზღვრება. ღაზას სექტორი ამჟამად ორივე მხრიდან ჩაკეტილია.

ცნობისთვის: „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S