Accentnews.ge
მედია: ზელენსკის, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელში ჩასვლა სურს

მედია: ზელენსკის, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელში ჩასვლა სურს

12/10/2023 05:00:37 მსოფლიო

ამერიკული მედია AXIOS უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ისრაელში ჩასვლა სურს ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოსახატად.

მისივე ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისს ვიზიტის კოორდინაციის მოთხოვნით. მათივე თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები წინასწარია და სავარაუდო ვიზიტის თარიღი ჯერ ცნობილი არაა.

ზელენსკიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თავი მარტოდ არ ეგრძნო და რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან დაეხმარა.

"სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ეწვიონ ისრაელს და გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ხალხისთვის. მე არ ვსაუბრობ რაიმე ინსტიტუტზე, არამედ იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, ვინც ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაზარალდა და დღეს იღუპება", - თქვა მან.

ზელენსკის ოფისმა და ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S