Accentnews.ge
ისრაელში მყოფ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავშესაფარში გადასვლა მოუწია (ვიდეო)

ისრაელში მყოფ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავშესაფარში გადასვლა მოუწია (ვიდეო)

11/10/2023 16:25:13 მსოფლიო

საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის ისრაელში ვიზიტის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია, – იუწყება ბრიტანული მედია.

შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება:

როგორც ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, საჰაერო თავდასხმის სიგნალი აფრთხილებდა „ჰამასის“ მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს ჩავიდა.

„დღეს ვარ ისრაელში, რათა ვაჩვენო, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ისრაელის ხალხისადმი ურყევია“, – დაწერა სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S