Accentnews.ge
ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

11/10/2023 16:07:25 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუმ ბაიდენს ისრაელის მხარდამჭერი გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე რიგით მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.

„ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S