Accentnews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერის მეუღლემ ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი  ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერის მეუღლემ ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი  ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

11/10/2023 15:55:51 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ − ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ − ანიკო ლევაიმ კომპანია − „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ − დაათვალიერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.

დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.

სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-ამდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციონალური და მოიცავს 8 სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S