Accentnews.ge
CNS: ოკუპანტებმა სკოლებში ბავშვების შევიწროება დაიწყეს

CNS: ოკუპანტებმა სკოლებში ბავშვების შევიწროება დაიწყეს

11/10/2023 14:17:20 მსოფლიო

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სკოლების "დასაცავად" გამოყოფილმა რუსებმა ბავშვების შევიწროება დაიწყეს,– იუწყება უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.

ცენტრის ცნობით, რუსებმა მიტაცებულ სკოლებში "წესრგისთვის" აიყვანეს პირები სხვადასხვა რუსული კერძო კომპანიებიდან, მაგალითად, როგორიცაა "კაზაკთა ასეული" ბელგოროდის რეგიონიდან.

ისინი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან და სკოლის მოსწავლეებს ავიწროებენ. მათ ხან სამოსი არ მოსწონთ, ხან ვარცხნილობა. დაფიქსირდა თავდასხმის და უკანონო ჩხრეკის შემთხვევები. სწორედ ჩხრეკის დროს გახდნენ სკოლის მოსწავლეები სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ე.წ. "დამცველებისგან".

"ადგილობრივ მოსახლეობასთან ზემოაღნიშნულის გამო კონფლიქტისას, მიწისქვეშა მოძრაობამ უკვე გაანადგურა 4 „კაზაკი“ ზაპოროჟიეში",– აღნიშნავს ცენტრი და დასძენს, "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა მიიღო ამაში უშუალოდ ჩართული ყველა ბოევიკის სია. ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩება გარდაუვალ ანგარიშსწორებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S