Accentnews.ge
ნეთანიაჰუ ოპოზიციასთან ერთად საგანგებო მთავრობას ქმნის

ნეთანიაჰუ ოპოზიციასთან ერთად საგანგებო მთავრობას ქმნის

11/10/2023 14:13:20 მსოფლიო

ისრაელი საგანგებო მთავრობასა და ომის მართვის კაბინეტს ქმნის, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მედია წერს, რომ საგანგებო მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. კერძოდ, ამის მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა.

საგანგებო მთავრობა ომის პერიოდში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S