Accentnews.ge
ზელენსკიმ განმარტა, უქმნის თუ არა უკრაინის მხარდაჭერას დამატებით გამოწვევას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

ზელენსკიმ განმარტა, უქმნის თუ არა უკრაინის მხარდაჭერას დამატებით გამოწვევას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

11/10/2023 13:56:19 მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, რუსეთი იმედოვნებს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებას, თუმცა პარტნიორები კიევს მოვლენათა მსგავსი სცენარით განვიტარების უსაფუძვლობაში არწმუნებენ,– ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრ დე კროოსთან გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, რომელიც დღეს პირველად სტუმრობდა ნატო–ს შტაბბინას უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, საშიშია უკრაინისთვის. მოკავშირეებს აქვთ შეზღუდული სამხედრო დახმარების გაწევის რესურსი. აქედან გამომდინარე, არსებობს შეშფოთება მსოფლიოში კიდევ უფრო საშინელი ტრაგედიების შემთხვევაში დახმარების შეზღუდვის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ყველას ეშინია. რუსეთს, ფაქტობრივად, ამ დახმარების განაწილების იმედი აქვს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო რუსეთს. გულწრფელი ვარ თქვენთან, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებთან. ჩემი შეკითხვა იყო, "იქნება თქვენი მხარდაჭერა ნაკლები, ვიდრე ახლაა?". ახლაც კი გამოწვევაა, როცა შეერთებულ შტატებში არჩევნები ახლოვდება. პარტნიორებმა თქვეს „არა“,",– თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას ეყრდნობა პირდაპირ და ძლიერ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ასევე მეგობრებთან ევროკავშირში და რომ ის ენდობა საკუთარ პარტნიორებს.

პან პარტნიორებს ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ურჩია, ჩავიდნენ ისრაელში, გვერდში დაუდგნენ ადამიანებს, რომლებიც საშინელი ტერორის მსხვერპლები გახდნენ.

დღეს, 11 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში "რამშტაინის" ფორმატის მორიგი შეხვედრა იმართება. დღესვე მოსალოდნელია უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S