
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
11/10/2023 13:51:23 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ეღირება, ევრო – 2.8586 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3126 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6793 ლარი ღირდა, ევრო – 2.8393 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2867 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.