Accentnews.ge
მედია: ისრაელმა "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გაანადგურა

მედია: ისრაელმა "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გაანადგურა

11/10/2023 13:33:25 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, მოკლეს რადიკალური დაგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებელი აბუ ოსამა. ეს ღაზას სექტორში მოხდა,– იუწყება "ისრაელის ამბები".

გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აბდ ალ-ფატაჰის დუხანი (აბუ ოსამა) ლიკვიდაცია ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა. ის ჰამასის ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ჰამასის" დამფუძნებლების უმეტესობა გარდაიცვალა ან მოკლეს სხვადასხვა წლებში: შეიხი აჰმად იასინი (ლიკვიდირებულია 2004 წლის მარტში); მისი თანაშემწე აბდ ალ-აზიზ რანტისი (ლიკვიდირებულია 2004 წლის აპრილში); შეიხი სალაჰ შადეჰ (ლიკვიდირებულია 2002 წლის ივლისში); იბრაჰიმ ალ-იაზური ნაშარი (მოგვიანებით რაფაჰის მერი გახდა); აბდ ალ-ფატაჰ დუხანი (ლიკვიდირებულია 2023 წლის ოქტომბერში); მუჰამედ ჰასან შამა (გარდაიცვალა 2011 წლის ივნისში).

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S