Accentnews.ge
უკრაინამ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

უკრაინამ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

11/10/2023 13:06:38 მსოფლიო

უკრაინამ ორგანიზება გაუწია პირველ საევაკუაციო რეისს ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების გასაყვანად. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიიჩუკი იტყობინება.

მან აღნიშნა, რომ საელჩო დახმარებას უწევს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს. საუბარია ისრაელში სამკურნალოდ მყოფ მოქალაქეებზე, ტურისტებზე, რომელთაც ფრენები გაუუქმდათ, ისრაელის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებსა და ბავშვებთან ერთად მყოფ ადამიანებზე.

მისი თქმით, დაახლოებით 200 ადამიანის რუმინეთში გადაყვანა მოხერხდა.

მისი ვარაუდით, კვირის ბოლოსთვის კიდევ ერთი ფრენა შედგება.

ელჩი ამბობს, რომ დაახლოებით 1000 ადამიანი დაუკავშირდა საელჩოს ევაკუაციაში დახმარების თხოვნით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სამი უკრაინელი დაიღუპა, ცხრა დაშავდა, კიდევ ექვსი უკრაინელი დაკარგულად ითვლება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 700-მდე უკრაინელი ვერ ტოვებს ისრაელს გაუქმებული ფრენების გამო, ხოლო 170 მოქალაქეს სურს ღაზას სექტორიდან ევაკუაცია. უკრაინელმა დიპლომატებმა მოახერხეს ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ სდეროთიდან არასრულწლოვანი ბიჭის ევაკუაცია. ის დაშავდა "ჰამასის" ბოევიკების თავდასხმის შედეგად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S