Accentnews.ge
"აზიმუტმა" მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

"აზიმუტმა" მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

11/10/2023 12:59:35 საზოგადოება

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ფრენები დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ ორშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება.

ავიაკომპანიის ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრება, რომლებმაც პირველებმა შეიძინეს პირველი რეისის ბილეთები, საჩუქრად ფრენის სერტიფიკატები მიიღეს.

გარდა ამისა, 11 ოტომბრიდან „აზიმუტმა“ სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენაც დაიწყო. რეისები ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. 19 ოქტომბრიდან კი მინვოდი-თბილისის რეისზე ფრენებიც უნდა დაიწყოს კვირაში სამჯერ.

ამასთან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (29 ოქტომბრიდან) რუსული ავიაკომპანია Red Wings ფრენებს ჟუკოვსკიდან (მოსკოვის რეგიონი) თბილისის მიმართულებით განახორციელებს.

"აზიმუტი" უკვე დაფრინავს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე, Red Wings კი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ახორციელებს. საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურები თითქმის დეკემბრის ბოლომდე, საახალწლო არდადეგების ჩათვლითაა გაყიდული", – დაწერა Интерфакс-туризм -მა ტუროპერატორის FUN&SUN-ის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის "შავ სიაში" შეყვანილი ავიაკომპანია „Россия-ს" საქართველოში ფრენების შესახებ.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.

დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა თბილისი რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფრენებს ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S