Accentnews.ge
იუკნევიჩიანე – ქართველებს: თუ ამბობთ, რომ გსურთ ევროკავშირში და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში

იუკნევიჩიანე – ქართველებს: თუ ამბობთ, რომ გსურთ ევროკავშირში და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში

11/10/2023 11:27:42 ციტატა

"ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთოს უფრო მეტი, მაგრამ არავის შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად ქართველებს. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება და ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას. თუ ამბობთ, რომ გსურთ ევროკავშირი და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში. პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკური ელიტის ყველა მხარეს. სამწუხაროდ, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არა - ხელისუფლება, რაც ასევე ძალიან დამაფიქრებელია. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს დგომა. დღეს პუტინის მხარეს დგომა სამარცხვინოზე ბევრად უფრო მეტია. უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი", – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ღონისძიებაზე სახელწოდებით "რუსეთისგან დატყვევებული". დისკუსია ევროპარლამენტში გაიმართა და მასში ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ექსპერტები და ქართული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S