Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "იმედის" "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო

"ფლანგვის დეტექტორი": "იმედის" "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო

11/10/2023 11:11:22 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, "იმედის" "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო.

"ტვ იმედისა" და "პოსტვ-ის" თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდი ხშირად "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებებზე მღერის. 2020-23 წლებში საჯარო უწყებებმა ბენდთან 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს ოთხი კერძო პირის - გიორგი გაბუნიას, ჯიმო აბესაძის, ბექა სულაძისა და გელა გნოლიძის მეშვეობით. ბენდთან გაფორმებულ შესყიდვებში აგრეთვე ფიგურირებს ზვიად ‘ზვიო’ ბლიაძე, რომელიც 2017-22 წლებში ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობდა.ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერყეობს", – აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S