Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ კრიზისია

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ კრიზისია

11/10/2023 10:50:33 მსოფლიო

რუსი სამხედროების საბრძოლო ეფექტურობა დაბალია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის გამო,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა.

როგორც აღინიშნა, 2022 წლის დეკემბერში რუსმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს აწუხებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ახლა უფრო მაღალია, რადგან რუსეთის არმიამ ვერ უზრუნველყო ადეკვატური როტაცია და რეაბილიტაცია საბრძოლო მოქმედებებში სამხედროების მონაწილეობის შემდეგ.

გარდა ამისა, დამატებითი ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ექიმები ფრონტზე გზავნიან ბრძოლის უუნარო სამხედროებს. შესაბამისად, 2023 წელს რუსეთის სამხედრო სამედიცინო კომისიების მიმართ უფრო მეტი მიმართვა იყო, ვიდრე 2022 წელს. ხშირ შემთხვევაში, ეს განცხადებები უარყოფილ ან იგნორირებულ იქნა.

დაზვერვა თვლის, რომ ამ მხრივ რუსი ჯარისკაცების საბრძოლო ეფექტურობა კვლავ არაოპტიმალურ დონეზე რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S