Accentnews.ge
კიევი: ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 დაშავდა

კიევი: ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 დაშავდა

11/10/2023 10:37:42 მსოფლიო

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 9 უკრაინის მოქალაქე, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელი დიპლომატები ისრაელის სამართალდამცავებთან ერთად 6 დაკარგული უკრაინელის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S