Accentnews.ge
აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

11/10/2023 10:20:19 მსოფლიო

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-16 შეხვედრის წინ განაცხადა.

„სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს“, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რუსული დრონების საწინააღმდეგო სამხედრო აღჭურვილობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S