Accentnews.ge
პუტინმა და ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს

პუტინმა და ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს

11/10/2023 10:07:39 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან,– ამის შესახებ თურქული მედია რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს "ისრაელსა და პალესტინას შორის ამაღელვებელი კონფლიქტური პროცესის მიმდინარეობა და დაძაბულობის ზრდის პრევენციის ზომები".

"საუბრისას შეფასდა რა ინიციატივები იქნება გატარებული რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო დასახლებების დაბომბვა შემაშფოთებელია და რომ მსგავს ინიციატივებს არ მიესალმება თურქეთი. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად",– ნათქვამია შეტყობინებაში.

მანამდე ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკული ავიამზიდის ისრაელის ტერიტორიულ წყლებში დისლოცირების გამო.

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S