
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა
11/10/2023 09:57:40 საზოგადოება
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კლინიკაში გარდაიცვალა.
პოლიციელი ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის: შსს–ს ინფორმაციით, 18 სექტემბერს დოლიძის ქუჩაზე კაცმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.