Accentnews.ge
ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა

ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა

11/10/2023 09:53:13 მსოფლიო

ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი რეგიონული სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საკანონმდებლო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

"11 ოქტომბერს, დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ყირგიზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ყირგიზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიერ დოკუმენტს ხელი მოეწერა 2022 წლის 16 აგვისტოს მოსკოვში", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, შეთანხმების საფუძველზე იქმნება რუსეთისა და ყირგიზეთის ერთიანი რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამისათვის ბიშკეკი ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს გამოყოფს კანტში, რუსული ავიაბაზის გვერდით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S