Accentnews.ge
გერმანიამ "ჰამასის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გერმანიამ "ჰამასის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

11/10/2023 09:26:03 მსოფლიო

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "ჰამასის" წევრების წინაარმდეგ სავარაუდო მკვლელობის, განზრახ მკვლელობისა და მძევლების აყვანის ბრალდებით.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, პროკურორები იძულებულნი არიან გამოიძიონ საეჭვო დანაშაულები საზღვარგარეთ, თუ მათში მონაწილეები გერმანიის მოქალაქეები არიან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ გერმანიის მოქალაქეები იყვნენ "ჰამასის" მიერ გატაცებულთა შორის, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ისრაელთან გატაცებულთა და დაკარგულებთან დაკავშირებით", - განცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ისრაელზე თავდასხმის შემდეგ "ჰამასმა" მძევლები აიყვანა, რომელთა შორისაც გერმანიის მოქალაქეებიც არიან.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S