Accentnews.ge
დანია პირველ F-16–ებს უკრაინაში 2024 წლის გაზაფხულზე გაგზავნის

დანია პირველ F-16–ებს უკრაინაში 2024 წლის გაზაფხულზე გაგზავნის

11/10/2023 09:14:16 მსოფლიო

დანია პირველ F-16 მებრძოლებს უკრაინაში 2024 წლის გაზაფხულზე გაგზავნის. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა.

"ვფიქრობთ, რომ მარტში ან აპრილში შევძლებთ, უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გავგზავნოთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა უკრაინელებმა შეძლონ მათი ექსპლუატაცია",– განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის ნატოს მოკავშირეებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინელ პილოტებს მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადებენ.

დანია და ნიდერლანდები გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას F-16–ების გადაცემის პირობა მისცეს. ამის შესახებ ნორვეგიამ და ბელგიამაც განაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S