Accentnews.ge
აშშ ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

აშშ ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

11/10/2023 08:39:58 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, ეგვიპტესა და ისრაელთან ერთად ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„მაგრამ დეტალები დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე, ჯერ–ჯერობით, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი არ მინდა“. – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S