Accentnews.ge
მოსკოვის მეტროში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა

მოსკოვის მეტროში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა

11/10/2023 08:31:57 მსოფლიო

მოსკოვის მეტროს ლიუბლინსკო-დმიტროვსკაიას ხაზზე, "პეჩატნიკის" სადგურზე დილით ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს,– ამის ჯერ რუსული წყაროები იუწყებოდნენ, შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა მოსკოვის ტრანსპორტის სამსახურმა.

„დღეს დილით, 10:30 საათზე, "პეჩატნიკის" მეტროს სადგურთან <...> ძველი მატარებელი, რომელიც მგზავრების გარეშე მიდიოდა, სადგურზე უკვე მდგარ მატარებელს შეეჯახა“, - განმარტეს უწყებაში და დასძინეს, რომ მიზეზებს სწავლობენ.

უწყებას დაშავებულების შესახებ არ უსაუბრია.

მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით დაშავდა ორი ადამიანი – მემანქანე და მგზავრი, რომელიც ინციდენტის დროს ვაგონში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S