Accentnews.ge
ვოლგოგრადში რუსი სამხედრო დააკავეს ორ მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის

ვოლგოგრადში რუსი სამხედრო დააკავეს ორ მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის

11/10/2023 08:22:23 მსოფლიო

რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონში დააკავეს 29 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ორი არასრულწლოვნის გაუპატიურებაში.

როგორც საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, გამომძიებლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმ ორ 16 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. ერთ-ერთმა გოგონამ ბინიდან გაქცევა მოახერხა და გამვლელებს სთხოვა დახმარება, მათ პოლიცია გამოიძახეს.

V1.ru-ს ცნობით, ეჭვმიტანილი სერგეი ოსიპოვია, რომელიც მანამდე უკრაინაში იბრძოდა "ვაგნერის" რიგებში. ის წარსულში ნასამართლევი იყო ქურდობის, ყაჩაღობისა და მკვლელობის მუქარისთვის.

რუსული მედია ხშირად იუწყება უკრაინიდან დაბრუნებული რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სხვადასხვა მძიმე დანაშაულების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S