Accentnews.ge
სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

11/10/2023 07:35:57 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ერთდროულად დაეხმაროს როგორც უკრაინას, ისე ისრაელს, ამიტომ ბოლო დღეების მოვლენები არ ქმნის კიევისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხეს.

"თუ აგრესია პოტენციურად გავრცელდება მთელ ევროპაში, ბევრად უფრო მომგებიანია მოქმედება ახლა, ვიდრე მოგვიანებით უზარმაზარი ფასის გადახდა, რაც საბოლოოდ შეიძლება, მოითხოვდეს ამერიკული ჯარების რეალურ განლაგებას", - განაცხადა სალივანმა.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების ამჟამინდელი ხარჯები ვერ შეედრება იმ ხარჯებს, რომლებსაც შეერთებული შტატები იძულებული იქნება, მიმართოს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

რაც შეეხება უკრაინას, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში მოხდა და ომი დღემდე მიმდინარეობს. დასავლეთის ქვეყნები კიევს დახმარებას უწყვეტად უწევენ და მათი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S