Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და პოზიციები არ დაუკარგავთ

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და პოზიციები არ დაუკარგავთ

11/10/2023 06:21:39 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა გაააქტიურეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში. მანამდე, ამის შესახებ იუწყებოდნენ ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი ბატალიონით, ტანკების და ჯავშანმანქანების მხარდაჭერით გაააქტიურა იერიში ავდეევკის რაიონში, რომელიც რუსულმა ავიაციამაც დაბომბა. გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და პოზიციები არ დაუკარგავთ.

რუსეთის ჯარები ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S