Accentnews.ge
ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს

ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს

11/10/2023 06:01:22 მსოფლიო

ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "დღეს დილით ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა დარაჯ ტუფაჰის რაიონში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა".

"ეს არის ტერიტორია, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ ყველაზე მეტი თავდასხმა ხორციელდება. „გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S