ფაშინიანი დსთ-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
10/10/2023 20:47:07 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას აცნობა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაფაროვს, რომ "რიგი გარემოებების" გამო 13 ოქტომბრისთვის ბიშკეკში დაგეგმილ დსთ-ის ლიდერების სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იუწყება ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
სომხურ მხარეს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება სამიტის წინ ყირგიზეთის დედაქალაქში დაგეგმილ დსთ-ის საგარეო უწყებების მინისტერიალს, ცნობილია, რომ სომხეთი მასზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე იქნება წარმოდგენილი.


