Accentnews.ge
ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის ახალი დერეფანი დააანონსა მოლდოვასა და რუმინეთის გავლით

ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის ახალი დერეფანი დააანონსა მოლდოვასა და რუმინეთის გავლით

10/10/2023 19:52:55 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის ახალი დერეფნის შექმნის შესახებ განაცხადა მოლდოვასა და რუმინეთის გავლით. ამის შესახებ მან 10 ოქტომბერს ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შესაძლო ერთობლივი ქმედებები, რათა დავიცვათ არა მხოლოდ პორტები, არამედ უკრაინის მთელი რეგიონი, მოლდოვა, რუმინეთი და ჩვენი ხალხი. ცალკე მინდა გამოვყო ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება. უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვას სამკუთხედში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძალიან ძლიერი საფუძველი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების, არამედ მთელი ევროპის განვითარებისთვის, პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება... მარცვლეულის დერეფანი უკრაინიდან მოლდოვასა და რუმინეთის გავლით მალე დაიწყებს მუშაობას. და ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია ერთად, რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისმა რუმინელმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინის საპორტე ინფრასტრუქტურაზე.

„ეს ომის დანაშაულია, რაც უარყოფითად აისახება უკრაინისა და რუმინეთის უსაფრთხოებაზე და აქვს უარყოფითი შედეგები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, - თქვა კლაუს იოჰანისმა.

მან დაადასტურა რუმინეთის მზადყოფნა, იმუშაოს პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე.

„ამ გზით ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ისევე როგორც მოწყვლადი სახელმწიფოების გადაუდებელ საჭიროებებს. უკვე შეთანხმებულია რუმინეთის პორტების გავლით სატრანზიტო სიმძლავრის გაორმაგება ოთხ მილიონ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტამდე. დღეს უკრაინიდან მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის თითქმის 60% ტრანზიტი ხდება რუმინეთის გავლით. ფაქტობრივად, ომის დაწყებიდან 27 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა უკრაინიდან ჩვენს ქვეყანაზე გაიარა“, - განაცხადა იოჰანისმა.

3 ოქტომბერს პოლონეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დააჩქარონ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთის გავლით მესამე ქვეყნებში.

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ირგვლივ ვითარების მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთი გავიდა გაეროს ჩართულობით მიღეული შეთანხმებიდან და დაიწყო უკრაინის პორტების დაბომბვა. ამის შემდეგ უკრაინამ თავად სექმნა ალტერნატიული დერეფანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S