Accentnews.ge
რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნება

რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნება

10/10/2023 19:35:33 მსოფლიო

რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნება.

როგორც იუწყებიან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ქვეყნები საბჭოში წარმომადგენლობისთვის და ორი ხელმისაწვდომი ადგილისთვის დაკავებისთვის იბრძოდნენ. ალბანეთმა გაერო–ს 123 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, ბულგარეთმა - 160, ხოლო რუსეთმა - 83. კენჭისყრა ფარული იყო.

ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი წევრები სამი წლის ვადით აირჩიეს, 2024 წლიდან 2026 წლამდე.

საბჭოში 47 ადგილია. რუსეთი შედიოდა მის შემადგენლობაში, მაგრამ მას გასული წლის აპრილში შეუჩერდა წევრობა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მანამდე BBC მის ხელთ მოხვედრილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვი ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩევნებს განიხილავს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პოზიციების მნიშვნელოვან გამოცდას. დოკუმენტში, რომელიც რუსეთის დელეგაციამ გაავრცელა გაეროს შტაბ-ბინაში, ნათქვამია, რომ რუსეთმა პირობა დადო, რომ იპოვის „ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე“ და შეეცდება, რომ არ დაუშვას საბჭოს გადაქცევა ინსტრუმენტად, რომელიც „ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ნებას ემსახურება“, აშკარად იგულისხმა რა დასავლეთის სახელმწიფოები. აღინიშნა, რომ რუსეთი აქტიურად აწარმოებდა კამპანიას უღარიბეს ქვეყნებს შორის და მათ სთავაზობდა „სურსათსა და იარაღს ხმების სანაცვლოდ“.

შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის დაბრუნებას და ამტკიცებდა, რომ მისი არჩევა შეარყევდა ნდობას საბჭოსა და გაეროს მიმართ, რადგან რუსეთი „დაუფარავად აგრძელებს მასობრივი სამხედრო დანაშაულების ჩადენას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S