Accentnews.ge
WSJ: აშშ-მა შესაძლოა, მეორე ავიამზიდიც გაგზავნოს ისრაელის სანაპიროებისკენ

WSJ: აშშ-მა შესაძლოა, მეორე ავიამზიდიც გაგზავნოს ისრაელის სანაპიროებისკენ

10/10/2023 18:39:47 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სანაპიროებისკენ მეორე ავიამზიდის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს,– წერს The Wall Street Journal.

ამერიკელმა უსახელო ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ამერიკული ავიამზიდი Dwight D. Eisenhower და მისი თანმხლები გემები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გაეგზავნათ და იქ ამ კვირაში ყოფილიყვნენ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ავიამზიდი რეგიონში დაახლოებით ორ კვირაში შევა.

WSJ-ის წყაროებმა ასევე დაამატეს, რომ აშშ–ის ავიამზიდი Gerald R. Ford და მისი თანმხლები გემები, რომელთაგან ზოგიერთს აქვს ბირთვული შესაძლებლობები, ისრაელის სანაპიროებთან დღეს, 10 ოქტომბერს უნდა ჩამოდგნენ.

„პენტაგონი განიხილავს, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაანაცვლებს თუ არა "ეიზენჰაუერს" "ფორდას", თუ ორივე ჯგუფი დარჩება“, - ციტირებს გამოცემა უსახელო ოფიციალურ პირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ჰამასის" ბოევიკები შეიჭრნენ ისრაელში და დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და გატაცება, პარალელურად, გრძელდებ აისრაელის ტერიტორიების დაბომბვა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა. ვრცელდება ცნობები, რომ ლიბიიდანაც ისვრიან რაკეტებს ისრაელის მიმართულებით. მას ისრაელი საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S