Accentnews.ge
მედია: ისრაელის კიბუცში 40-მდე ბავშვის ცხედარი იპოვეს

მედია: ისრაელის კიბუცში 40-მდე ბავშვის ცხედარი იპოვეს

10/10/2023 17:16:23 მსოფლიო

ისრაელის კიბუცში (სასოფლო-სამეურნეო კომუნა) კფარ–აზაში, რომელიც "ჰამასის" ბოევიკების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, 40-მდე ბავშვისა და ჩვილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დასახლება ღაზას სექტორთან ახლოს მდებარეობს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა პირველად შეუშვეს მედიის წარმომადგენლები დასახლებაში, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნაწილობრივ განადგურდა.

"ჯარისკაცები წარმოუდგენელ სურათს აწყდებიან, როდესაც პოულობენ ცხედრებს, მათ შორის 40-მდე ბავშვია. ზოგიერთ მათგანს თავი აქვს მოკვეთილი",– წერენ ჟურნალისტები.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთლიანად დამწვარია ქუჩებში გაჩერებული მანქანები. 70 შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა დასახლებაში და მათი ცხედრები კვლავ მიწაზეა.

"ეს არ არის ომი, არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ბავშვებს, დედას, მამას მათსავე საძინებლებში როგორ კლავენ მათ ტერორისტები. ეს არის მასობრივი მკვლელობა", - თქვა თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S