გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვას აძლიერებს: რა შედის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში
10/10/2023 16:41:46 მსოფლიო
გერმანია უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტს ამზადებს. მასში შედის პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემა. იტყობინება გერმანიის თავდაცვის სამინისტრო.
აღნიშნულია, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას.
გერმანია უკრაინას გადასცემს:
დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტს"; IRIS-T SLM; IRIS-T SLS; სამ Gepard–ს.
ამ დახმარების ჯამური ღირებულება 1 მილიარდი ევრო იქნება.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანული Leopard 1-ის ტანკები და ფრონტისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობის პარტია უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.
უწყების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები მიიღებენ კიდევ 10 Leopard1 A5 მთავარ საბრძოლო ტანკს, 15 დაცულ სატრანსპორტო მანქანას და დაახლოებით 20 დაცულ სამედიცინო მანქანას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
"გერმანია მუშაობს უკრაინის ზამთრის თვეებისთვის დამატებითი "პატრიოტის" სისტემით უზრუნველყოფაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
Bloomberg-მა ასევე იტყობინება, რომ გერმანია გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, რათა დაეხმაროს უკრაინას მარცვლეულის მარაგის რუსული თავდასხმებისგან დაცვაში.


