Accentnews.ge
გაერო ღაზას სექტორის ბლოკადას გმობს

გაერო ღაზას სექტორის ბლოკადას გმობს

10/10/2023 16:07:35 მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რავინა შამდასანის განცხადებით, ბლოკადა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების წვდომას პირველადი აუცილებლობის საქონელზე, „აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორის „სრული იზოლაციის“ ბრძანება გასცა "კამასის" მხრიდან ისრაელზე განხორციელებული სისხლიანი შეტევის გამო.

„ეს რისკები სერიოზულად ამწვავებს ისედაც მძიმე მდგომარეობას ღაზაში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების თვალსაზრისით, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით - დაჭრილთა რაოდენობის ზრდის პირობებში,“– განაცხადა შამდასანიმ ჟენევაში, ადამიანის უფლებების ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელთან იენს ლერკესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაეროს ცნობით, შაბათის შემდეგ ღაზას სექტორში ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ 187500-ს გადააჭარბა, დაზიანდა ოთხი სკოლა და რვა სამედიცინო დაწესებულება. ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა გადაადგილებაში უშლის ხელს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებსა და სამედიცინო ბრიგადებს, რომლებიც დაზარალებულებთან მისვლას ცდილობენ.

განცხადება გაკეთა კონფლიქტის ზონაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებაც.

„უკვე არსებობს იმის აშკარა მტკიცებულებები, რომ ისრაელსა და ღაზაში ძალადობის უკანასკნელი აფეთქების დროს შესაძლოა, ჩადენილიყო სამხედრო დანაშაულები და ყველა, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავს ესხმოდა სამოქალაქო მოსახლეობას, უნდა გასამართლდეს თავისი ბოროტმოქმედებებისთვის,“– ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ავტორია გაეროს საგამოძიებო კომისია, რომელიც აგროვებს მტკიცებულებებს 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ყველა მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ.

განცხადებაში საუბარია პალესტინელთა შეიარაღებული რაზმების მიერ ასობით უიარაღო სამოქალაქო პირის დახვრეტაზე.

„სამოქალაქო პირების მძევლებად აყვანა და ცოცხალ ფარად მათი გამოყენება სამხედრო დანაშაულია,“ – ხაზგასმულია განცხადებაში.

კომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკირების გამოცხადების თაობაზე და აღნიშნავენ, რომ ეს აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს: „ეს კოლექტიურ სასჯელს წარმოადგენს“.

კომისიას გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ინდივიდუალური სისხლის სამართლისა და ჯგუფური პასუხისმგებლობა.

გაეროს კომისია ისრაელის ჯარებსა და პალესტინელთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S