ისრაელის თავდაცვის ძალები: ლიბანიდან სარაკეტო დარტყმებს საარტილერიო ცეცხლით ვპასუხობთ
10/10/2023 15:49:31 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან სარაკეტო დარტყმებს საარტილერიო ცეცხლით პასუხობს ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები უახლოეს პერიოდში ახალ დეტალებსაც გააჟღერებენ.
ლიბანიდან სარაკეტო დარტყმებს ისრაელის დასავლეთ გალილეას რეგიონში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშკელონისკენ რაკეტები გაუშვა.
The Times of Israel-ის ცნობით, აშკელონსა და მიმდებარე ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
მანამდე, „ჰამასმა“ განცხადება გავრცელება, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის საპასუხოდ ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ისრაელის სანაპირო ქალაქ აშკელონს დაბომბავდა.
პალესტინური მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე საავიაციო დარტყმების შედეგად ოთხი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
პალესტინური პრესის გაერთიანების თანახმად, კვირა დღიდან ბრძოლების შედეგად ჯამში რვა პალესტინელი ჟურნალისტია გარდაცვლილი.


