Accentnews.ge
კახეთში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა

კახეთში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა

10/10/2023 13:50:50 საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ამავე კომპანიის თანამშრომელი – 50 წლამდე კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ტრაქტორიდან გადმოვარდა, რომელსაც მართავდა, წამოდგომა ვერ მოასწრო და ტექნიკამ ზედ გადაუარა. კაცი მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S