Accentnews.ge
მინისტრი: სკოლებში პროფესიული განათლების საგნებში სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება

მინისტრი: სკოლებში პროფესიული განათლების საგნებში სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება

10/10/2023 13:42:01 საზოგადოება

2024 წლიდან საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამები საპილოტე რეჟიმში დაინერგება. პროფესიული განათლების საგნებს მოსწავლეები საშუალო განათლების საფეხურზე ისწავლიან,– ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა პროფესიული განათლების შესახებ პრეზენტაციაზე.

"საშუალო საფეხურზე [მე-10; მე-12 კლასში] არჩევით-სავალდებულო ნაწილად სკოლებს სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე რამდენიმე მიმართულება იქნება, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო, სკოლებში დავნერგავთ ე.წ ინტეგრირებულ პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკშივე ექნებათ შესაძლებლობა მე-10 კლასიდან აირჩიონ და პარალელურად დაეუფლონ ერთ კონკრეტულ პროფესიას. ხოლო სკოლის დამთავრებისთანავე შესაძლებლობა ექნება შრომის ბაზარზე დასაქმდნენ ან საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყონ. ან სურვილისამებრ გააგრძელონ გნებავთ პროფესიული განათლება ან უმაღლესი", - განაცხადა ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S