მედია: NATO-ს სამი სახელმწიფო შავ ზღვაში მისიის შექმნას გეგმავს
10/10/2023 13:22:51 მსოფლიო
ნატო-ს სამი სახელმწიფო შავი ზღვის განსანაღმად ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავს, - იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. საუბარია თურქეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
გამოცემის ცნობით, გეგმაშია შავი ზღვის წყლების იმ ნაღმებისგან გაწმენდა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა.
წყაროების ინფორმაციით, სახელმწიფოები ჯერ კიდევ აზუსტებენ დეტალებს, მაგრამ ერთობლივი მისიის შექმნა მომავალ თვეში იქნება შესაძლებელი.
წყაროები აღნიშნავენ, რომ შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და ნატო არ აპირებს შავ ზღვაში ახალი ხომალდების შეშვებას. ამასთან, მიუთითეს, რომ მისიის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ აღნიშნულ სამ სახელმწიფოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლია.
მანამდე ნატო–სთან შავი ზღვის ნაღმებისგან გათავისუფლების კუთხით თანამშრომლობის თაობაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
იხილეთ ასევე: შავ ზღვაში უკრაინის სამმა პორტმა მარცვლეულის ექსპორტისთვის გემების მიღება განაახლა


