"წინააღმდეგობის ცენტრი": რუსეთი და ბელარუსი პოლონეთის საზღვართან აფეთქებებს გეგმავენ
10/10/2023 12:37:57 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურები ბელარუსის ნავთობბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩამოგდებას გეგმავენ, რათა ტერაქტში უკრაინელები დაადანაშაულონ.
"შეთანხმება მიღწეულ იქნა რუსეთის ფედერაციის ФСБ-სა და ბელარუსის რესპუბლიკის КГБ-ს შორის "ცრუ დროშის" ოპერაციის ჩატარების შესახებ შემდგომში უკრაინისთვის დაბრალების მიზნით. ამ დროისთვის, ტერორისტული თავდასხმის ობიექტად განიხილება Brestoblnefteprodukt-ის ნავთობის საცავი ბრესტის ოლქის პრილუკის დასახლებასთან, რომელიც 2 კმ/შია ბელარუსი-პოლონეთის საზღვრიდან. თავდასხმა დაგეგმილია უპილოტო საფრენი აპარატიდან“ აცხადებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი და დასძენს, რომ მიზანი უკრაინის მხარდაჭერის შემცირებაა.
ცენტრის ცნობით, სავარაუდო ობიექტების დაზვერვა "ვაგნერელებმა" მიმდინარე წლის აგვისტოში განახორციელეს.


