Accentnews.ge
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გერმანიის ელჩმა ხანგოშვილის მკვლელობის საქმე განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გერმანიის ელჩმა ხანგოშვილის მკვლელობის საქმე განიხილეს

11/12/2019 08:21:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე განიხილეს. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ საკითხზე რეგულარულად გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ასევე შესაბამის უწყებებს შორის", - განახადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით  ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩემს ქართველ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მისი ბერლინში განხორციელებული ვიზიტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეს გერმანიის მხარის გამოძიებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის პირველ მოადგილეს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანის ხელისუფლების დასკვნის თანახმად, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით,  რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული  დანაშაულია და გამოძიება ამაზე დარყდნობით გრძელდება", - განაცხადა გერმანიის ელჩმა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S