Accentnews.ge
განათლების მინისტრი მოზარდის გატაცებასა და მკვლელობაზე: შიდა მოკვლევა მიმდინარეობს

განათლების მინისტრი მოზარდის გატაცებასა და მკვლელობაზე: შიდა მოკვლევა მიმდინარეობს

10/10/2023 12:26:39 პოლიტიკა, საზოგადოება

განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარი საგარეჯოში მოზარდის ჯერ გატაცების და შემდეგ მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ სკოლაში შიდა მოკვლევაც მიმდინარეობს და "თუ რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება, სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს".

„მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. იცით, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ასევე შიდა მოკვლევა და მე გარწმუნებთ, თუ სკოლების კუთხით რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს. ჩვენ სპეციალურად გვაქვს შექმნილი მანდატურის სამსახური, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასეთი ფაქტების პრევენციების მხრივ, ამიტომ მიმდინარეობს შესწავლა. გარკვეული დრო დაგვჭირდება, არა ბევრი და საზოგადოებას ჩვენ დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ ოდნავ მაინც რაიმე ფაქტზე გამოვლინდება რაიმე სახის გადაცდომა, კანონდარღვევა, უმოქმედობა, სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ამილახვარმა.

საგარეჯოში 14 წლის მოზარდი 27 წლის კაცმა მოკლა. გაირკვა, რომ კაცმა გოგო რამდენიმე თვის წინ მოიტაცა ცოლად შერთვის მიზნით. გამოძიება ჯერ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამასთან, შსს–ს ცნობით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S